გამარჯობა!
მე მქვია ნინო მორჩაძე.
ეს სახელი ჩემმა მშობლებმა დამარქვეს ჩემი მამიდის საპატივცემულოდ, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ნინო ოჯახში არავის ქვია.
ნინო ერქვა წმინდანს, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა. ბევრი სწორედ წმინდანის გამო არქმევს ამ სახელს შვილს.
მე წარმოშობით იმერეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობ.
ჩემი სახელი ძალიან გავრცელებულია საქართველოში. ამ სახელის განმარტება ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. ზოგის აზრით შესაძლებელია ეს სახელი ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ,,ნინ”-ს უკავშირდებოდეს.(აქედან მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელი ნინევია) ეს სახელი მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არანაირი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინასთან, რომელიც ანინა, კატარინა და სხვა ასეთი სახელთა შემოკლებითაა მიღებული.

ნინოს მოფერებითი სახელებია: ნინიკო, ნუცა, ნინუცა, ნუციკო.
მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.