ლუკა ბანეთაშვილი

გამარჯობა!
მე მქვია ლუკა ბანეთაშვილი. 
ვცხოვრობ თბილისში და ვსწავლობ 181-ე საჯარო სკოლის მე-4 კლასში.

სახელი ლუკა დედაჩემმა დამარქვა. ჩვენს ოჯახში ეს სახელი არავის ერქვა. როცა მე დავიბადე ეს სახელი იშვიათი იყო, ამიტომაც დამარქვა დედამ. მას უყვარს , როცა ყველგან რაღაცით არის გამორჩეული. თუმცა  სახელი ლუკა ახლა უკვე საკმაოდ გავრცელებულია.

ჩემი მოსახელეა დიდებული ქართველი მწერალი ვაჟა-ფშაველა. მისი ნამდვილი სახელია ლუკა რაზიკაშვილი. მიუხედავად იმია, რომ ვაჟა ბუმბერაზი და შეუდარებელი მწერალი იყო და მისი ნაწარმოებები საქვეყნოდ არის განთქმული, იგი მთელი ცხოვრება დუხჭირად ცხოვრობდა სოფელ ფშავში თავის ოჯახთან ერთად.
ბებიასგან ვიცი, რომ ერთ-ერთი სახარების ავტორიც ჩემი მოსახელეა. ლუკა მახარობელი იყო ეროვნებით ასირიელი. დაიბადა ქ.ანტიოქიაში. იქვე მიიღო განათლება. პროფესიით იყო ექიმი. მას აგრეთვე მიიჩნევდნენ როგორც უბადლო მხატვარს და უაღრესად განათლებულ ადამიანს. იგი იყო იესო ქრისტეს მოციქულის პავლეს მოწაფე და სიკვდილამდე მას დაჰყვებოდა და ავრცელებდა ქრისტიანობას. პავლეს მონათხრობზე დაყრდნობით დაწერა მან სახარება, ანუ იესო ქრისტეს ცხოვრება. ამის გარდა იგი ხატმწერიც იყო. მან დაწერა ღვთიშოვლის ოთხი ხატი. კათოლიციზმში ლუკა ცნობილია მხატვრებისა და მკურნალების მფარველი წმინდანი. იგი არასოდეს ყოფილა დაოჯახებული და გარდაიცვალა 84 წლისა.
სახელი ლუკა წარმოსდგება ლათინური სიტყვის ,,ლუქს” (ნათელი, სინათლე)  ნათესაობითი ბრუნვის ფორმიდან ,,ლუკის”, რაც ნიშნავს ,,ნათლისა”, სინათლისა”. ბერძნულ ენაში ეს სიტყვა საკუთარ სახელად იქცა და აქედან იგი სხვა ქრისტიანი ხალხის ანთროპონიმიაში გავრცელდა, მათ შორის ქართულ ენაშიც. ქართულში,,ლუკა”-სგან ნაწარმოებია გვარებიც.

როგორი ვარ მე?
-ამაზი
-ანგარო
კ-ომუნიკაბელური
-ნცი