ანი ხაჩიძე

მე ვარ ანი ხაჩიძე ქალაქ თბილისიდან. 
ჩემს ოჯახში ანა არავის ერქვა, ამიტომ პირველი ანა მე ვარ. გაინტერესებთ რატომ დამარქვეს ეს სახელი? უბრალოდ ჩემს მშობლებს მოსწონდათ ეს სახელი და დამარქვეს. 
ანა  ღვთიშობლის მარიამის დედის სახელია. ახლობლები ყოველთვის მილოცავენ ანას ხსენების დღეს.
მე მეამაყება რომ ვარ მოსახელე სახელოვანი ქართველი პოეტის ანა კალანდაძისა.მის ბევრი ლექსი წავიკითხე. ძალიან მომწონს ლექსი ,,თუთა”.
,,ლამის სახლში შემოიჭრას თუთა
ლამის თავზე გადამისვას ხელი
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე, მაღალი ხე ზურმუხტისფერი” ......
ანა ებრაული სახელია და ნიშნავს ,,სასურველს”, ,,სანდომიანს”, ,,საამოს”, მისი მოფერებითი ფორმებია: ანი, ანო, ანუკა,ანიკო, ანანო.

როგორი ვარ მე?
-ლერსიანი
ნ-აზი
-ნტერესიანი